რუსთავი2–ის იურისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რუსთავი2–ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ახალმა დირექტორმა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ეტაპზე ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია. როგორც მურადაშვილი ამბობს, დღეს ის შვებულებაში უნდა გასულიყო, თუმცა შეიტყო რომ არც შვებულება ეკუთვნის და დღეიდან რუსთავი2–ის თანამშრომელიც აღარ არის. დეტალების გარკვევას თამთა მურადაშვილი მოგვიანებით აპირებს, თუმცა ადასტურებს რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.