“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის სახლის მიმართულებით ისროლეს

ანგარიშსწორება ჟურნალისტზე თუ ბრმად ნასროლი ტყვია. ტელეკომპანია “რუსთავი” 2 მის ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ იუწყება. არხის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. “რუსთავი 2” განმარტავს, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა ევროპის ჩემპიონს გეგა გეგეშიძე, რომელიც სწორედ “რუსთავი2”-ზე ამ კადრების გასვლის შემდეგ დააპატიმრეს.