“ეს კომაპნია იხურება. გაკოტრებულია ეს კომპანია არა ჩემს მიერ, არამედ ახალი მენეჯმენტის მიერ. მესამედი რეიტინგის პირობებში, ცხადია ტელევიზია სადაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანები მუშაობენ, თავს ვერ შეინახავს. ხალვაშს არ აქვს ამის ფული და 3 მლნ. დოლარის ჩასხმას აპირებენ ამ ბოლო ოქტომბერი-დეკემბრის ჩათვლით.
ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, ცხადია, ვინ საიდან და როგორ ჩაასხამს, ეს არის ივანიშვილის ჩასხმები. თვეში ტელევიზიას სჭირდება დაახლოებით მილიონი დოლარის ჩასხმა და ამის გამკეთებელი ივანიშვილი არ არის.მან იცის, რაც არ უნდა ხდებოდეს რუსთავი 2-ში დღეს, მომავალში ის ლოგო მის წინააღმდეგ იმუშავებს. თუნდაც ის ხალხი, ვინც იქ დღესაა, ის წამყვანიც, პროდიუსერებიც იქ აღარ იქნებიან. იქნებიან ნორმალური დამფუძნებლები, ჟურნალისტები და ადმინისტრაცია. ეს შიში სულ იარსებებს. დღეს მისი არსებობის ერთადერთი ლოგიკური საფუძველი ისაა, რომ გააკეთონ სარეკლამო ფული.
ზუსტად ვიცით, ვინც კურირებს დღეს სარეკლამო ბაზარს,”რუსთავი 2″ უერთდება “იმედს”, ეს არის ლაშა ნაცვლიშვილი. თუ ის მოინდომებს, რომ რუსთავი 2-ით აკეთოს ფული, ივანიშვილის ჩასხმების პარალელურად, მაშინ რუსთავი 2 გაგრძელდება. არამგონია, რომ ივანიშვილი სულელი იყოს და ეს დაუშვას, რადგან რუსთავი 2 დღეს არის ცუდი “იმედი”. არაფერში არ სჭირდება. რაშიც სჭირდებოდა, ეგეც არ გამოვიდა. მისი ფულით ოდნავ კრიტიკასაც ვერ აიტანდა და ეს ცხადია”- განაცხადა გვარამიამ.