რუსთავი2 სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის, ლადო ჭანტურიას მისი საქმიდან აცილებას ითხოვს

საქართველოს წარმომადგენელმოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე.

„ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართელოს ხელისუფლების მხრიდან, როგორც იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.“ –ამბობს გვარამია.