თეოლოგი: ერთ-ერთ სასულიერო პირს სტიქაროსანისგან გადაედო კორონავირუსი
„რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება,“ – ამ განცხადებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აკეთებს. მისი თმით, საპატრიარქო დაინფიცირებული პირის სახელს და გვარს არ ასახელებს, რაც მისთვის მიუღებელია.
„სადაც ეპისკოპოსი საბა მსახურობს, მას რამდენიმე მღვდელმსახური ახლავს თან ეპარქიაში გამწესებული. თავადვე აღიარა მან გუშინდელ ჩართვაში, რომ ერთ-ერთი სტიქაროსანი არის დაინფიცირებული კორონავირუსით. რახან არსებობდა იმის ალბათობა, რომ სტიქაროსანს შეეძლო ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირებინა სასულიერო პირები, სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა და დღეისათვის გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მღვდელმსახური დაინფიცირდა. სახელს და გვარს ეპარქია შეგნებულად არ ასახელებს. ამის გასაიდუმლოება ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში რუსთავის ეპარქიაში მოხდა ერთ-ერთი მღვდელმსახურის დაინფიცირება კორონავირუსით“, – აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
გუშინ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელთმთავარმა, მეუფე საბამ განაცხადა, რომ მათ ეპარქიაში ერთ–ერთ სტიქაროსანს ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც მსახურებები შეწყვიტეს.