რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა.
150-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და 8 საათიან სამუშაო დღეს ითხოვს.
გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი 570 ლარია და 10 წელზე მეტია მათი ანაზღაურება არ გაზრდილა.