რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს, 18 სექტემბერს 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც შსს-მ განაცხადა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. გოგონა ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.
ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ, მათი განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოზია.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.