რუსთავში, 32 წლის ქალის ცხედარი ნახეს. ახალგზარდა ქალი ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარები არავინ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.
მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.