რუსთავში 9 წლის გოგონა ქრისტი ქრისტესიაშვილი მწვავე ლეიკემიით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავის” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე დღის წინ მშობლებთან ერთად ლაგოდეხში იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ცუდად გახდა და კლინიკაში მოათავსეს, მძიმე მდგომარეობის გამო კი ლაგოდეხიდან მალევე რეანომობილით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს რამდენიმე დღე დაბალი სიცხე ჰქონდა. ქრისტი ქრისტესიაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, 2 ივლისს კი გარდაიცვალა.
#5 საჯარო სკოლის დირექტორის არსენ დემეტრაშვილის თქმით, გოგონა სკოლაში აქტივობებით გამოირჩეოდა. “ძალიან მხიარული ბავშვი იყო, უყვარდა ხატვა და მოეწყო მისი ნახატების გამოფენაც. ყველანი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” სკოლის დირექტორმა.