რუსთავში 9 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში 9 წლის მოზარდს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა.

როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებს, ის მშენებელთა ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოზარდმა წინ გადაურბინა.

შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.