რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 35 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლში ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.