რუსთავიდან 8 დღის წინ გაუჩინარებული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს.
ბავშვის დედის ინფორმაციით, გოგონა აფხაზეთში მამამ გადაიყვანა – თუ როგორ რა პირობებში იარეს მამა-შვილმა აფხაზეთამდე უცნობია.
8 დღის განმავლობაში გოგონას ძებნაში ჩართული იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ბავშვი დედას უვნებლად დაუბრუნდა, რისთვისაც ის მადლობას უხდის ყველა იმ დანაყოფს , რომელმაც წვლილი შეიტანა მისი შვილის დაბრუნებაში.