რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, რომ შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა.
ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.
ექიმის ინფორმაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიყვანენ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩნდება.
მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.