რუსთავში კაცმა ცოლი სცემა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

“ინფო რუსთავი-ს” ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სცემა, ბოლოს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, მამაკაცი კი დაკავებულია.