რუსთავში სახურავიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა

რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.თვითმხილველის ინფორმაციით სახურავზე ორი გოგონა ფოტოებს იღებდა, როცა ერთ–ერთი მათგანი გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.