რუსთავში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში,ბუნებრივი აირით, 5 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან  ორი  5 თვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვია.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.