რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით,53 და 57 წლის ცოლ-ქმარი  გარდაიცვალა,  მათი 25 წლის შვილი  კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა და ნერვული შოკი მიიღო.გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

როგორც ცნობილი გახდა ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.