რუსთავში სიძე სიდედრს ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთავში სიძე სიდედრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფორუსთავი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 57 წლის კაცსა და 73 წლის ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცმა სიდედრს ცოლისა და შვილების თანდასწრებით სცემა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.