“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – ჟირინოვსკი

“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.
რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები, მისი თქმით, საქართველოში კინაღამ მოკლეს.​

ჟირინოვსკი ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთმა სანქციები  მხოლოდ ბორჯომზე  არ უნდა დააწესოს და საქართველო  მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უნდა  დაისაჯოს.

“მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში – ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ,”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრით, არც ერთის წინააღმდეგ.