რუსული ტელეკომპანია ” ДОЖДЬ”-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეთერი ქართული ღვინის თანხლებით წაიყვანა. წამყვანმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა ხოლო ქართული ღვინო სტუდიაში სოლიდარობის ნიშნად დადგა.
8 ივლისს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტისა და ქვეყნებს შორის ფული გზავნილების აკრძალვას ემხრობიან. ამ შეთავაზებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
9 ივლისს ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური სანქციები აამოქმედოს. გუშინ, 9 ივლისს დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის წინადადებას.
შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატების გაღიზიანება, გიორგი გაბუნიას განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან “პოსტ სკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ტელემიმართვის ტექსტი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მშობლების გინებას შეიცავდა.