ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის მუქარაზე კომენტარს აკეთებს. ის, რასაც NATO საქართველოში აკეთებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვისუნარიონობის ამაღლებად განიხილავს და არა აგრესიად.
“რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზრდის და არა აგრესიის შესაძლებლობებს. საქართველოს უფლება აქვს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა უკეთ შეძლოს საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის დაცვა. ეს არის ის, რასაც NATO საქართველოში აკეთებს”, განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლასმა.
წყარო – “აქცენტი”














