სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და „დააბულინგოს“ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების: დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ავტორიტარული ემოციები, თვისებები ამ კაცს აქვს და ვერასდროს იტანს, რომ ერთ- ერთია მათ შორის, ვინც შეიძლება ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენდეს. ამისი გამოვლინებები ხშირად ვნახეთ. მის ქმედებებზე პასუხს ჩვენ ნუ მოგვთხოვთ. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ის ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს მათ შორის ოპიზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ. ამას თუ აყვებიან სხვა ოპონენტები მათი საქმეა, მათზე იმოქმედებს და ამომრჩეველიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა მდინარაძემ.