სააკაშვილი: ევროპარლამენტმა აიძულა ევროკავშირი, მოლდოვასთვის დახმარება შეეწყვიტა – იგივე პერსპექტივა ელოდება საქართველოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრობს. სააკაშვილი ამბობს, რომ მოლდოვაშიც ისეთივე ოლიგარქიული ვითარება იყო როგორც საქართველოშია და, რაც ქვეყნისთვის იმით დასრულდა, რომ ევროკავშირმა მოლდოვას დახმარებაზე თქვა უარი. ექსპრეზიდენტის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

“ექსპრეზიდენტმა ევროპარლამენტმა აიძულა ევროკავშირი, მოლდოვას მთავრობის დახმარება შეეწყვიტა – ზუსტად იგივე პერსპექტივა ელოდება საქართველოს – საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მოიპარეს – ის ქალი, რომელიც იქ ზის, არ შეიძლება, მას ლეგიტიმური პრეზიდენტი ეწოდოს. გარდა იმისა, რომ ის თოჯინაა, არჩეული არ არის”,განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეის სხდომას დაესწრო.