ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე ფეისბუქლაივით მიმართავს საზოგადოებას და თვლის, რომ პირველი ისტორიული კონგრესი მაინც შედგა. მასთან შესახვედრად ჩასულ ემიგრანტებს სააკაშვილი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას. მადლობასთან ერთად იხდის ბოდიშსაც, იმის გამო, რომ დისკუსია ვერ შედგა. „ვაი, თქვე უბედურებო, რა ხალხი მოიყვანეთ ამრევებად, რას გავდნენ. მოჭიდავეები ქალების ტუალეტში იყვნენ ჩაკეტილები, წარმოუდგენელი რაღაცეები ხდებოდა“ – აცხადებს სააკაშვილი და 3 მარტს ემიგრანტებთან შეხვედრას ამჯერად იტალიაში აანონსებს. „ჩვენ მაინც ჩავატარებთ დისკუსიებს, გამოცდილება გვაქვს , რა ავადმყოფებთან გვაქვს საქმე და მაგ ხალხს იტალიაში ბარდაგს არ მოვაწყობინებთ. ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები, კვიციანები და ინაშვილები, სანაგვიდან ამოთხრილიები ხელს ვერ შეგვიშლიან. სააკაშვილი ივანიშვილის მიმართავს და ჰპირდება, რომ ადგილს მიუჩენს გალიაში, მისივე ზებრების გვერდით.