“ვნანობ ერთმნიშვნელოვნად. ოლიგარქებს არ უნდა ეფერო” – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ონლაინტელევიზია “Krym TV“-ს ჟურნალისტის შეკითხვას, ნანობს თუ არა სააკაშვილი, რომ თავის დროზე საქართველოდან არ გააძევა ივანიშვილი.
“ვნანობ, ვნანობ ერთმნიშვნელოვნად. ოლიგარქებს არ უნდა ეფერო, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი დახარბდა ივანიშვილის დაპირებებს. საზოგადოებას უნდა მისცე ყველაფრის გამოცდის შესაძლებლობა. იყო ასეთი ცდუნება და საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნილება და ეს მტკივნეული გამოცდილება ყველას უნდა გადაეტანა. ის ხალხს “უფასო ფულს ” ჰპირდებოდა და მან მიიღო უფასო ფული ბიუჯეტიდან”, ამბობს სააკაშვილი.