სააკაშვილი პირდაპირ ჩართვას აანონსებს

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ჩართვას აანონსებს. მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი 16 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქცვიაზე და ამავე დღეს მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ ინაუგურაციაზე ისაუბრებს. “ორშაბათს, თბილისის დროით 20 საათზე მექნება ფბ “ლაივი” არჩევნების მოპარვის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ სიტუციაზე”,- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე, რომლის ადგილად ოპოზიცია თელავს განიხილავს, ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

მაგალითად, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. “აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ”.

ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს და თელავში დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება.