სააკაშვილი: ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ

“სააკაშვილი – წელიწადი დევნილობაში” – ონლაინტელევიზია “Krym TV“-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ფედორინიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სააკაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოში მისი ჩამოსვლის შემთხვევაში “ქართული ოცნება” ვერ გაიმარჯვებდა. 

ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების შემდეგ, მე ვარ ერთადერთი სახელმწიფო ლიდერი, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს. მე არც დევნილი ვარ და არც პოლიტემიგრანტი, რომელიც უსამართლო სასჯელს გაექცა. მე ვითხოვდი გავესამართლებინეთ, მე ვითხოვდი გავსამართლებულიყავი უკრაინაში, მზად ვიყავი მეთანამშრომლა ქართველ სამართალდამცავებთან, ოღონდ საჯაროდ და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ დამიჭირეს უკრაინაში, ხელბორკილები დამადეს და პოროშენკო საქართველოს მთავრობას ემუდარებოდა წავეყვანეთ, მაგრამ ქართველებმა გარკვევით უარი უთხრეს, ანუ ისინი თითქოს მასამართლებენ, მაგრამ ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ”,ამბობს სააკაშვილი.