უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით საპირველაპრილო – 300 დოლარის ღირებულების პიარია. მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ტელე-ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს, რომლის ბილეთიც უკვე აქვს.
“დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
{{VIDEO}}