„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებთ, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა.
„რაც მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს, რომ ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინფზე და „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, სააკაშვილს სამართლიანობის აღდგენა მიულოცა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და მორალური პრობლემა.
„ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი გამარჯვებაა, რადგან საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან და იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამტე, როცა სააკაშვილს დაუბრუნდება მოქალაქეობა საქართველოში და ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რაც დაიწყო 2003 წელს“ – განაცხადა ვაშაძემ