სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თარიღს ემიგრანტებთან ერთად დაგეგმავს

ექს პრეზიდენტის მორიგი ფეისბუქ მიმართვა


{{VIDEO}}მიხეილ სააკაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ მიმართვას ავრცელებს, უხოეთში მყოფ ემიგრანტებს მიმართავს და 10 თებერვალს ლიეში, 20 იანვარს კი ნიუ იორკში, ბრუკლინში იწვევს. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ჩატარდება ქართველთა მსოფლიო კრება, სადაც ემიგრანტებთან ერთად დაგეგმავს საქართველოში ჩამოსვლის თარიღს და პროცესს.


„სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ქართველები არიან ჩამოსული, ასეთი გადინება არ ყოფილა არასდროს საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში. საქართველო იცლება, ივანიშვილს აქვს პოლიტიკა, რომ საქართველო აქციოს თავის კარ-მიდამოდ, სადაც ქართველები არიან სრულიად ზედმეტები. ქართველებმა უნდა დაიბრუნონ სამშობლო, აღარ უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან . უნდა დავანახოთ ყველას, რომ ქართველ ხალხს აქვს თავმოყვარეობა და მომავალი. არ დავუშვებთ, ჩვენი სამშობლო მიითვისოს ერთმა გაუნათლებელმა მაფიოზმა და მისმა პატარა ჯგუფმა“ – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში