სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თლის, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნებას” ახალი ტკივილი გაუჩნდა.
„სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მსოფლიოს თანამეგობრობისადმი. ზელენსკი მოიქცა სამართლიანად და ის ააშენებს სამართლებრივ სახელმწიფოს და არა ოლიგარქიულ სახელმწიფოს, რაც იყო აქამდე. რაც შეეხება საქართველოს, ახალი ტკივილი გაჩნდა “ქართული ოცნებისთვის” და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებების გაკეთება. თუ საჭირო გახდება, სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი არის საქართველო და უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს მის საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას” – აცხადებს რომა გოცირიძე.