სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი – სოფო კილაძე აქტივისტებზე

“სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც, რომ ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი, ვინც წინ დგას”, – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ გააკეთა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვითომ დამოუკიდებელი აქტივისტების საფარქვეშ ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ხალხის უმრავლესობა არის გიორგი გახარიას წინააღმდეგი. ეს სიცრუეა. სააკაშვილის და ბოკერიას რამდენიმე აქტივისტია. საგნობრივი კრიტიკის ნაცვლად ასეთ მასკარადებს აწყობენ ყოველდღე”, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან. “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. პარლამენტიდან გამოსულ ემზარ კვიციანსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეზმარ კვიციანი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.