სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის მოწმობა გადასცეს

მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდზე დადო ვარშავაში, უკრაინის საელჩოში გადაღებული ფოტო. სააკაშვილი წერს, რომ მშვენიერმა კონსულმა ქალმა მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა უკრაინაში დასაბრუნებლად. სააკაშვილი საელჩოდან პირდაპირ ვარშავის აეროპორტში გაემგზავრა.