საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.