თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
„დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან – გიორგი მინდელის ხიდამდე.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – წერია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.