საარჩევნო წელს აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი კრიმინალია- თამარ ჩუგოშვილი

,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარტნიორების კრიტიკას ხელისუფლების მიმართ იწვევს ის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს საარჩევნო წელს აპატიმრებენ.

,,საარჩევნო წელს აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზოციური ლიდერი არის კრიმინალი. ზოგიერთი უკვე მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ზოგიერთი კი ელოდება. რეალურად, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ზუსტად ეს მოცემულობა ალაპარაკებს ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს პოლიტიკური საქმეებია”,- ამბობს ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთმა ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებისა და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის გამო.