საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა და მალე ბიულეტენების დათვლა დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით 410 უბანი იყო გახსნილი, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაიხურა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ჩატარდა, ასევე გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს გაიმართა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდებოდა.