საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი ქალაქ ათენში ერთი კვირის წინ გაუჩინდარდა. მას საბერძნეთის პოლიცია ეძებს.
გოგონა საბერძნეთში მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი გოგონას სახლიდან გაქცევის ვერსიას განიხილავს. ქმრის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შესაძლოა მათი რძალი უცნობ მამაკაცთან ერთად წავიდა. ისინი ამტკიცებენ, რომ გოგონა ღამე აივნიდან გადაძვრა და საცხოვრებელი ბინა ჩუმად დატოვა.