საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ როდოსზე დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის დროს საკურორტო კუნძულზე სავარაუდოდ, 300 000 ადამიანი იმყოფებოდა.