საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე დააკავეს.  ბერძენმა სამართალდამცველებმა მამაკაცი ეჭვმიტანილის სტატუსით ატიკის რეგიონში აიყვანეს.

29 წლის ქართველი  14 მაისს ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. 

მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო და ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.