საბერძნეთში სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საბერძნეთში მიგრანტების ნაკადის შეჩერებას შეტაკებები მოჰყვა.ათობით არალეგალმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა, რისი საშუალებაც მათ მესაზვრეებმა არ მისცეს და შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.მომხდარის გამო მიგრანტების ჯგუფმა ათენში საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ რკინიგზის სადგური გადაკეტეს და საბერძნეთის ხელისუფლებას საზღვრის გახსნა მოსთხოვეს, იმ მიზნით რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შეძლონ. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბალკანეთის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილი ხალხი საბერძნეთში შექმნილ მიგრანტთა ბანაკებში ცხოვრობს.