საბრძოლო მზადყოფნა საოკუპაციო ხაზთან – ატოცში ცხენოსანი სპეცრაზმელები გამოჩდნენ

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, 19 ოქტომბერს შეღობილ 330 მეტრის ცხაურებს რუსი ოკუპანტები ცხენოსანი პატრულით აკონტროლებენ, – ინფორმაციას ანტიოკუპაციური მოძრაობა ავრცელებს. დათო ქაცარავას ჯგუფის წევრებმა ფოტო და ვიდეომასალა “ფეისბუქზე” გაავრცელეს. ანტიოკუპაციური ჯგუფის წევრები პოლიციამ საოკუპაციო ზოლის მიმართულებით საპატრულოდ გაატარა, თუმცა, ახალი ბარიერი დაუწესა და მათ პატრულირების ნება მხოლოდ ცხაურებიდან 135 მეტრის მოშორებით მისცა. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების გადაღება მათ სპეცმოწყობილობებით მაინც შეძლეს. 

“დღეს ატოცში დაგვრთეს ნება ველზე გავსულიყავით.
დაახლოებით 200 მეტრით დაგვხიეს უკან, საიდანაც ფაქტიურად არაფერი ჩანს. მოგვაშორეს საოკუპაციო ხაზს, იმ ადგილს, სადაც 11 თვე ვპატრულირებდით.
იქედან, სადაც მოგვცეს დგომის უფლება, ფაქტიურად არაფერი ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ოკუპანტების გადაადგილების დანახვა, თუ პირდაპირ ღობესთან მოვლენ.
აი, როგორც აქ, ამ სურათზე…
პ.ს. რუსები არ გაღიზიანდნენ მთავარია, ეს არის მთავარი.
ჩვენ აქედან წასვლას ვერ გვაიძულებთ.
უამრავ სხვა ხერხს ვიპოვით, როგორ გავაგრძელოთ ეფექტურად პატრულირება.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.