საბურთალოს გამგეობამ საპატრიარქოს 150 ათასი ლარი გადაურიცხა

2017 წელს საბურთალოს გამგეობამ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას 149,915 ლარი გადაურიცხა – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

ინფორმაციაში იმ ტაძრების სიაა ჩამოთვლილი, რომელსაც საბურთალოს გამგეობამ ფული გადაურიცხა.

„2017 წელს საბურთალოს გამგეობამ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას 149,915 ლარი გადაურიცხა.

მათ შორის 10,000 ლარი სოფელ დიღომში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სატრაპეზოს მშენებლობა-მოპირკეთებისთვის და 10,000 ლარი საირქმის ქუჩაზე მდებარე წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში ბუხრისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოსაწყობად.

მთლიანობაში, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი ლარი შეადგინა.

წინასაარჩევნო პერიოდებში საქართველოს ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსა და მასში შემავალი სხვადასხვა ინსტიტუტების დაფინანსება მკვეთრად იმატებს“ – წერია ინფორმაციაში.