თბილისში მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მეტროსადგურ წერეთელზე ძველ საკაბელო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა განახლდება.