საჩხერეში გადარჩენილმა ძაღლის ლეკვმა, დედასთან ერთად ბინა საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში დაიდო. მეხანძრე-მაშველებმა მათ ხის სახლი აუშენეს და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით მეხანძრე–მაშველების ოთხფეხა მეგობარი გუშინწინ ღამით ჭაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. სამსახურის თანამშრომლებმა ლეკვი უვნებლად ამოიყვანეს.მიუსაფარი ძაღლი დედასთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. მეხანძრე–მაშველებმა დედა შვილი გუშინ მოინახულეს, შემდეგ კი მათი მეურვეობა გადაწყვიტეს. ამიერიდან, მათზე მეხანძრე-მაშველები იზრუნებენ.