საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. მონიტორინგის შედეგად ის ქალაქები და უბნები დაფიქსირდა, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.
დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების კონტროლი თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაიზომა. შედეგად ამ ქალაქებში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები გადაჭარბებით დაფიქსირდა.
16 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისში 2.2-ჯერ.
17 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისსა და ქ.რუსთავში 1.5-ჯერ.
18 მაისს ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და რუსთავში 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ.18 მაისს დაფიქსირებული ნორმაზე გადაჭარბები ასევე გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით.
19 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ. 14, 15 და 20 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.