დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი 2 შემთხვევიდან ერთი ბათუმში, მეორე კი ქუთაისში დადასტურდა, პაციენტი ამ დროისთვის ზუგდიდში იმყოფება.
მისი თქმით, ორივე შემთხვევა თურქეთს უკავშირდება, თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
,,ორივე მათგანი თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება, თუმცა სანამ ეპიდკვლევა არ ჩატარდება. ჯერ ვერ დავკონკრეტდები. კვლევა ახლა დაიწყო და ხვალ შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ისტორია ამ 2 შემთხვევის შესახებ”- ამბობს ამირან გამყრელიძე.
67 წლის კაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით მოათავსეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. კაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა.
კარანტინის მოთავსებულია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252.