სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობის აკრძალვას „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ეწინააღმდეგება.
„სად წავა მიკროავტობუსის მგზავრი (დღეში 300 000-ზე მეტი მგზავრობა), თუნდაც დაკლებული რაოდენობით?! რა თქმა უნდა, ავტობუსში და მეტროში! სიმჭიდროვე გაიზრდება ხომ?! და ეს
კარგია?! ტრანსპორტის სამსახური საერთოდ რას აკეთებთ? ამ დროს ავტობუსში არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული:
მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა
მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად, ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.სავალდებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგზავრები და მძღოლები)კონტროლოერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს.
საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!“, – წერს მესხიშვილი.
ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება