“სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს”-რის გამო აეკრძალა ზიარების მიღება იღუმენია თამარს

იღუმენია თამარ გამყრელიძეს, რომელიც საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, ზიარება აუკრძალეს.   საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი სადამსჯელო ბრძანება სოციალურ ქსელში იღუმენია თამარმა თავად გამოაქვეყნა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა რის გამოც ის ასე დასაჯეს.

სასულიერო პირ საპატრიარქოს მიერ დაკისრებულ სასჯელს  სწორედ მის ხმამაღალ განცხადებებს და მეუფე პეტრეს მიმართ გამოჩენილ მხარდაჭერას უკავშირებს. 

“ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის “მარგალიტ” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი “მთავარი” ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!”-წერს იღუმენია თამარი.