“სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც ნიკა გვარამიას განეიტრალებას ემსახურება”-”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წევრი ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.
“აქ მხოლოდ ერთი შეფასება არის, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს და დაიტოვოს თავისუფალი სივრცე რათა 2020 წლის არჩევნებში გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში როგორც აქამდე აკეთებდა, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი ბრალი აბსურდულია, ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების გამო გენერალურ დირექტორს წაუყენო ბრალი ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსესი. მაგრამ ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
“რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს.